მოგიყვებით ჩვენზე
მზიანი ჯგუფს საფუძველი ჩაეყარა 2007 წელს. ამ პერიოდში შეძენილი იქნა მზიანის ჩაის ფაბრიკა. ჯგუფის მიზანი იყო გურიის მთიან სოფლებში ჩაი წარმოების აღორძინება, კერძოდ: მზიანის ჩაის ფაბრიკის ბაზაზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაის მწვანე ფოთლის შესყიდვა; საჭიროების შემთხვევაში მათთვის პლანტაციების რეაბილიტაციის საქმეში დახმარების გაწევა; ადგილობრივ ბაზარზე მაღალხარისხიანი შავი,მწვანე და ბაიხის ჩაის რეალიზაცია; პროდუქციის გატანა ექსპოტზე.
2010 წლიდან ჩვენ დავიწყეთ, აგრეთვე, დაფნის ფოთლის გადამუშავება.
დღეისათის მზიანი ჯგუფში გაერთიანებულია შპს “ჯი.ჯი.ჯი” (ს/კ 237109473) და შპს „ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების გადასამუშავებელი კომბინატი – მზიანი“.(ს/კ 206048329).
მზიანი ჯგუფის განკარგულებაშია მზიანის ჩაის ფაბრიკა, 100 ჰა მეტი ჩაის პლანტაცია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურსა და დაბა ნასაკირალში.
მზიანი ჯგუფს მჭიდრო ურთიერთობები აქვს უკრაინის, უზბეკეთის და ირანის კომპანიებთან. ვაწაროებთ სხვადასხვა ხარისიხის და შავი და მწვანე ჩაისა და დაფნის ექსპრტს უკრაინასა და უზბეკეთში.