ჩაის შესახებ
- ჩაი – ღვთიური სასმელი
ჩაი ერთერთ ყველაზე პოპულარული სასმლია მსოფლიოში. ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან მასში უამრავი ვიტამინი და ანტიოქსიდანტია. ჩაი ენერგიის ულევი წყაროა და ამავე დროს დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. გარდა ამისა ის ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს, არეგულირებს საჭმლის მონელებას, ხოლო მწეველთათვის ჩაის დალევა აუცილებელია, რადგან მას ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოტანაც კი. ამიტომაა სწორედ, რომ წელიწადში კაცობრიობა 6 მილიონ ტონამდე ჩაის მოიხმარს.
- მითი ჩაის წარმოშობის შესახებ
ჩაის წარმოშობაზე არსებიობს რამდეიმე ვერსია. ერთ-ერთის მიხდევით ამ სასმისის აღმოჩენას ჩინეთის ლეგენდარულ პერსონაჟს, ჩინელების ღვთაებრივ წინაპარს შენ ნუნს მიაწერენ. ის მოღვაწეობდა 4800 წლის წინ. ლეგენდის მიხედვით, შენ ნუნი ჩინეთში მოგზაურობდა და ადამიანის სხეულზე სხვადასხვა ბალახის ზემოქმედებას იკვლევდა, რათა სასარგებლო ბალახი შხამიანისგან გაერჩია. ამგვარ ექსპერიმენტებს იგი თავის თავზე ატარებდა და ერთხელ ისე მოიწამლა, რომ სიკვდილის პირას იყო. შეუძლოდ გამხდარი შენ ნუნი დასასვენებლად პატარა ბუჩქის ქვეშ წამოწვა. უეცრად მას პირზე ბუჩქის ფოთლიდან ჩამოვარდნილი ნამის წვეთი დაეცა. შენ ნუნმა მაშინვე შვება და ენერგიის მოზღვავება იგრძნო. მეორე ვერსიით ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, სადაც ის ამზადებთდ თავის სამკურნალო ნახარშებს, ჩავარდ ჩაის ხის რამდენიმე ნედლი ფოთოლი. ჩაის ნაყენი აღმოჩნდა ძალიან სასაიმოვნო გემოვნების და თანაც აღმოაჩნდ ორგანიზმის გამამხნევებელი თვისებებიც. ამის შემდეგ, შენ ნუნი ყოველთვის თან ატარებდა ამ ბუჩქიდან მოკრეფილ ფოთლებს სვამდა მხოლოდ ჩაის ნაყენს. მან თავისი აღმოჩენა ჩინელ ხალხს გაუზიარა და სწორედ ასე დაიწყო ჩინური ჩაის ისტორია.
- პირველი ნაბიჯები საქართელოში
ჩაის პირველი ბუჩქები საქართელოში 1809 წელს მამია V გურიელის ბაღში გაჩნდა. გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა.
1864 წელს, მიხეილ ერისთავმა, თავის მამულში გორა-ბერეჟოულში მოყვანილი ჩაის ფოთოლი გადაამუშავა და პროდუქცია თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე გაიტანა.
მეცხრამეტე საუკუნი 90 წლებში წლებში საქართელოში (ჩაქვი, სალიბაური) გაშენდა 15 ჰა ჩაის პლანტაცია ხოლო 1898 -99 წლებში კი, აშენდა ინგლისური მანქანებით აღჭურვილი პირველი ჩაის გადასამუშავებელი ქარხნები.
ქართული ჩაის მიღწევები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება. 1899 წელს პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
- საბჭოთა პერიოდი
საბჭოთა პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა ჩაის პლანტაციების გაშენებას საქარველოს შავიზღვისპირა რაიონებში. 1925 წლისთვის გაშენებული იყო 1300 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია. ოზურგეთის გარეუბან ანასეულში შეიქმნა საქართველოში ერთადერთი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი, სადაც გამოყვანილი იქნა ახალი ჯიშები „ქართული 1“, „ქართული 2“, „კლონი“, „კოლხეთი“.
1980-იან წლებში ქართული ჩაის ინდუსტრიაში 200 ათასი ადამიანამდე იყო დასაქმებული, არსებობდა 70 ათასი ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციები, 140 პირველადი წარმოების და 25 დაფასოების ქარხანა, საქართველოში იწარმოებოდა ნახევარ მილიონ ტონაზე მეტი მწვანე ფოთოლი. ჩვენს ქვეყანას ჩაის წარმოებაში მეხუთე ადგილი ეკავა მსოფლიოში ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიისა და შრი-ლანკის შემდეგ.
მიუხედავათ იმისა, რომ ქართული ჩაის წარმოების მოცულობები იზრდებოდა გაჩნდა პრობლემები. საბჭოთა პერიოდში ქართულ ჩაიზე წამოვიდა მთელი დატვირთვა უზარმაზარი ქვეყნის აღნიშნული პროდუქტით მომარაგებაზე, პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდა რაოდენობის ზრდა, რამაც გამოიწვია დამღუპველი შედეგი ქართული ჩაის ავტორიტეტისათვის, ასევე მისი გემოსა და არომატისათვის.
- ქართული ჩაის მძიმე დღეები
მოეცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები ძალზე მძიმე აღმოჩნდა საქართელოს ეკონომიკისათვის. არც ჩაის წარმობა გადაურჩა ამ კრიზისს. დაიშალა და ჯართად გაიყიდა ჩაის ფაბრიკების უმეტესობა. მოუვლელობის გამო გავერნდა ჩაის პლანტაციები. პრაქტიკულად შეწყდა ქართული ჩაის წარმოება. ქართული ბაზარი დაიბყრო უცხოურმა ჩაის პროდუქციამ.
ქართულმა ჩაიმ უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი მსოფლიო ბაზარზე. მით უმეტს, რომ საქართველომ განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩაის გაშენების კვლევასა და განვითარებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველად, სწორედ ქართველმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, განსაკუთრებული თვისებების მქონე ჩაის სელექციური ჯიშების გამოყვანის შესაძლებლობა. გენერაციული სელექციური გზით მათ 16-ზე მეტი ქართული სელექციური ჯიში გამოიყვანეს, რომლებიც ყინვაგამძლეობითა და მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობით ხასიათდება.
საქართველოს ბუნებრივი კლიმატური პირობები განაპირობებს ქართული ჩაის უნიკალურ ხასიათს. პლანტაციები არ საჭიროებენ პესტიციდების გამოყენებას, შესაბამისად ჩვენი ჩაი არის ეკოლოგიურად სუფთა და გარემოს დაბინძურებაც მინიმუმამდეა დაყვანილი.