Loading...
მთავარი2020-05-24T19:29:18+00:00
Loading...

რას გთავაზობთ

ჩვენ გთავაზობთ გურიის მთიან რაიონებში ხელით დაკრეფილი ქართული ჩაის პროდუქციას, რომელიც დაფასოებულია 80, 100 გრამიან კოლოფებში. ასევე ერთჯერადად ჩაისა და საბითუმო პროდუქციასდაფასოებულ 25კგ-იან შეფუთვაში.

პროდუქციის ჩამონათვალი [დაფასოებულ კოლოფებში]

  • შავი გრეხილი ფოთლოვანი ჩაი – 80 გრ
  • მწვანე გრეხილი ფოთლოვანი ჩაი – 80 გრ
  • შავი ბაიხის ჩაი – 100 გრ
  • შავი ერთჯერადი ჩაის პაკეტები – 25 ცალი /კოლოფი

პროდუქცია დამზადებულია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში

 რატომ ჩვენ?

 პირველ რიგში, მთავარია მიირთვათ ქართული  ჩაი, შემდეგ კი, ქართულებიდან,  აირჩიოთ ჩვენი  ჩაი – მზიანი.  

 აღსანიშნავია, რომ  დღეისათვის  ჩვენს მიერ წარმოებული შავი ელიტური ჩაი,  ერთერთი საუკეთესოა ქართულ ჩაის წარმოებაში.

ამას ადასტურებს სხვადაასხა ლაბორატორიების დასკვნები და სპეციალისტების შეფასებები.

გარდა ჩაის ხარისხისა და ფასისა, რაც, რასაკვირველია, უმთავრესია  პროდუქციის რეალიზაციის საქმეში, ჩვენს პროდუქციას გააჩნია ასევე სხვა დატვირთვა.

ცოტა ისტორიაც.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ შევქმნათ ევროპის დონის  ჩაისა და დაფნის გადასამუშებელი კომპლექსი. ამისათვის გამოვიყენებთ ახალ ტექნოლოგიებისაც და ჩვეს გამოცდილებასაც.  დავასაქმებთ ადგილბრივ მოსახლეობას, ვაწარმოებთ ისეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, რომლის რეალიზიაცია  ევროკაცშირის ბაზარზე არ იქნება პრობლემა. ეს დიდი გამოწვევაა. ჩენი გუნდი მზადაა აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. 

ჩვენი კომპლექსის ძირითადი სპეციალიზაცია არის ჩაის წარმოება, მაგრამ როგორც ცნობილია, ჩაის წარმოება არის სეზონური, ამიტომ  წლის გარკვეულ პერიოდში საწარმოო სიმძლავრეები იქნება მოცდენილი. ამiტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა დაფნის  სახმობი ტექნლოგიური ხაზების გამართვა, მით უმეტეს, რომ ჩაის წარმოებაში არსებული დანადგარების გამოყენება შესაძლებელია აღნიშნული პროდუქციის გადასამუშავებლად.

ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ახალ სეზონისთვის მზადება.
დავიწყეთ ჩაის პლანტაიების დამუშავება.
გვაქვს სიახლე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პლანტაციებს შორის დავიწყეთ ლობიოს დათესვა, უკვე დათესილია 5 ჰა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსავალით ხელს შეუწყობთ რეგიონის მოსახლეობის საკვები პროდუქციის მომარაგების პრობლემის მოგვარებას.
ჩვენ შეგვიძლია 30 ჰა გამოვყოთ ლობოს დასათეასად, თუ იქნება სახელმწიფოსგან შესაბამისი დახმარება

           

ჩვენს ინტერესებში შედის მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსები. დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას პლანტაციების რეაბილიტაციაში. გამოვიყენოთ ჯერ კიდევ არსებული ჩაის წარმოების პროფესიონალების კვალიფიკაცია; მოვამზადოთ  ახალგაზრდა სპეცალისტები  და  შევუქმნათ მათ თანამედროვე სტანდარტის სამუშაო ადგილები. 

და ბოლოს,  თქვენს მიერ ნაყიდი  ყოველი  ჩვენი პროდუქტი სტიმულს აძლევს  ქართული ჩაის აღორძიებას, სამუშაო ადგილებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაქმებს ჩაის ფოთლის მწარმოებელ გლეხკაცს, ხელს უწყობს რეგიონში დარჩენილი ჩაის ტექოლოგიის  პროფესონალი კადრების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას, ახალგაზრდა სპეციალისტების გაზრდის საქმეს,  საშუალებას  აძლევს კომპანიას საზღვარგარეთ გაიტანოს ქართული ჩაი და თავიდან გააცნოს იგი უცხო ქვეყნების მოსახლეობას,  ქართული ბაზრის შესაბამისი  სეგმენტის  დაკავებით  ხელი შეუშალოს  საქართველოში  გაურკვეველი წარმოშობისა და ხარისხის   ჩაის შემოდინებას.

მიირთვით ქართული ჩაი,  განსაკუთრებით  ჩაი – მზიანი, რომელიც   გაჟღენთილია  გურიის მწველი მზის  სითბოთი  და  გურული  ბუნების განუმეორებელი  არომატით.  

სად, თუ იქნება სახელმწიფოსგან შესაბამისი დახმარება